ახალიელფოსტა და საერთო კალენდარი — პირდაპირ პლატფორმაში

მთელი კომპანია — ერთ პლატფორმაზე

დავალებები, ჩატი, ელფოსტა, კალენდარი, CRM და საწყობი ერთ ქართულენოვან სისტემაში. აღარ გჭირდებათ ათი სხვადასხვა გამოწერა და მუდმივი გადართვა პროგრამებს შორის — თქვენ კი ხედავთ, ვინ რას აკეთებს და რა ეტაპზეა თითოეული საქმე.

ლიცენზია თითო მომხმარებელზე — ₾0 · თქვენს სერვერზე ან ჩვენს ღრუბელში

ანაცვლებსMondayClickUpSlackTrelloAsanaJiraNotionMicrosoft TeamsZoomBitrix24HubSpotPipedriveCalendlyHubstaffTime DoctorClockify
ნბგხლმდთ
25+კომპანია იყენებს
8საკუთარ სერვერზე
17+ჩვენს ღრუბელში
30დღე უფასო ტესტი
დანაზოგის კალკულატორი

რამდენს იხდით ახლა ცალ-ცალკე პროგრამებში?

მონიშნეთ პროგრამები, რომლებსაც თქვენი გუნდი იყენებს, და მიუთითეთ თანამშრომლების რაოდენობა. უცხოური სერვისები თითო მომხმარებელზე, ყოველ თვე იხდიან — ჩვენთან ასე არ არის.

პლატფორმა

ყველაფერი, რაც გუნდს სჭირდება. ერთ ფანჯარაში.

მოდულები ერთმანეთთან არის დაკავშირებული: წერილი ერთი დაჭერით დავალება ხდება, დავალება — კლიენტის ისტორიის ნაწილი, ყველაფერი ერთად კი — ანგარიში მენეჯერისთვის.

ელფოსტა პლატფორმაში

კომპანიის ფოსტა (Microsoft 365, Gmail ან cPanel) პირდაპირ სისტემაში შემოდის. წერილი თავისით უკავშირდება კლიენტს, ერთი დაჭერით კი დავალებად იქცევა.

ანაცვლებს: Outlook, Gmail-ის ცალკე ფანჯარა

გუნდის ჩატი

არხები, პირადი მიმოწერა, ფაილები და ზარები. ყველა საუბარი კომპანიაში რჩება.

ანაცვლებს: Slack, Teams

საერთო კალენდარი

ხედავთ, ვინ როდის არის დაკავებული, ნიშნავთ შეხვედრას და მოსაწვევს ელფოსტით აგზავნით.

ანაცვლებს: Google Calendar-ის გაზიარება, Calendly

დავალებები და პროექტები

დაფა, სია და ვადები; პასუხისმგებელი, შემოწმება და ავტომატური შეხსენებები.

ანაცვლებს: Monday, ClickUp, Trello, Asana

CRM და გაყიდვები

კლიენტები, გარიგებები, შეთავაზებები და ინვოისები. გაყიდვების ძაბრი რეალურ დროში.

ანაცვლებს: HubSpot, Pipedrive

საწყობი, RS.ge და დისტრიბუცია

ნაშთები, ზედნადებები RS.ge-ზე, აგენტების შეკვეთები, რომლებიც პირდაპირ საწყობში ჩადის, და ავტომატური მარშრუტები.

ანაცვლებს: Excel-ის ცხრილები

მოსვლა-წასვლა და სამუშაო დრო

თანამშრომელი მოსვლას და წასვლას აფიქსირებს მხოლოდ ოფისის IP-დან (საველე გუნდი — QR-ით ან GPS-ით). დაგვიანება, ზეგანაკვეთი და შვებულებები თავისით ითვლება.

ანაცვლებს: Self HR, Time Doctor, Hubstaff, ქაღალდის ჟურნალი

დოკუმენტები და დადასტურებები

შიდა ცოდნის ბაზა, შაბლონები და დადასტურების მარშრუტები: შესყიდვა, ხარჯი, შვებულება.

ანაცვლებს: Notion, ელფოსტით „დამიდასტურე“

ვიდეოზარები და შეხვედრები

ზარი პირდაპირ კალენდრიდან ან ჩატიდან. შეხვედრის ოქმი და დავალებები ავტომატურად ინახება.

ანაცვლებს: Zoom, Google Meet

კონტროლი

ხედავთ ყველაფერს. არაფერი იკარგება.

თუ გსურთ, თანამშრომლები მთელ სამუშაოს მხოლოდ პლატფორმაში აკეთებენ: სამსახურებრივი ფოსტა, ფაილები და კლიენტები სისტემის გარეთ არ გადის. თქვენ კი რეალურ დროში ხედავთ, ვინ რაზე მუშაობს.

  • ყველა ქმედების ჟურნალივინ რა შეცვალა, გახსნა, წაშალა ან გააგზავნა — დროით და მოწყობილობით.
  • აქტიური სამუშაო დროშემოსვლა, გასვლა, აქტიური და უმოქმედო დრო თითოეული თანამშრომლისთვის.
  • სამუშაო მხოლოდ სისტემაშისამსახურებრივი ფოსტა, ჩატი და ფაილები იხსნება მხოლოდ პლატფორმიდან; ჩამოტვირთვა და გაზიარება — თქვენი წესებით.
  • ეფექტიანობის ანგარიშებიდასრულებული დავალებები, ვადის გადაცილება, პასუხის საშუალო დრო და გაყიდვები.
  • როლები და წვდომავინ რას ხედავს — დეპარტამენტის, ფილიალის ან კონკრეტული კლიენტის დონეზე.

გუნდი დღეს

liveანგარიში

კომპანიის წესები

წესებს თქვენ ირჩევთ. კანონიც მოითხოვს, რომ თანამშრომლებმა წინასწარ იცოდნენ, რა აღირიცხება — სისტემა ამის გაცნობასაც გიმარტივებთ.

დარგები

აწყობილია თქვენს საქმიანობაზე

28 ტიპური კონფიგურაცია — დისტრიბუციიდან სასტუმრომდე. ყველა მათგანს ერთი პლატფორმა უდევს საფუძვლად: ჩატით, დავალებებით, ფოსტით და კონტროლით.

დისტრიბუცია
შეკვეთიდან საწყობამდე: სასურსათო დისტრიბუციააგენტის შეკვეთა წამში ხვდება სწორ საწყობში, აკრეფამდე და მარშრუტამდე.
საწყობი და RS.ge
საბითუმო საწყობი RS.ge-თან კავშირითზედნადებები RS.ge-დან და RS.ge-ზე ავტომატურად, ნაშთები ადგილების მიხედვით.
CRM
B2B გაყიდვების CRMგაყიდვების ძაბრი, კომერციული შეთავაზებები და მენეჯერების შედეგები ერთ სისტემაში.
CRM
სასტუმროს CRMჯავშნები, სტუმრების ისტორია და დალაგების დავალებები.
CRM
კლინიკის CRMვიზიტები, პაციენტის ბარათი და მკურნალობის გეგმა.
შიდა ოპერაციები
სამშენებლო ობიექტების აღრიცხვახარჯთაღრიცხვა, მასალების ჩამოწერა ობიექტებზე და ქვეკონტრაქტორები.
მომსახურება
რესტორნების ქსელის მართვასამზარეულოს ეკრანი და პროდუქტის ჩამოწერა რეცეპტის მიხედვით.
CRM
უძრავი ქონების CRMობიექტები, მყიდველები და ჩვენებები, ავტომატური შერჩევით.
დისტრიბუცია
საკურიერო მიწოდების მართვადისპეჩერი, მძღოლის აპი და მიწოდების ფოტო-დადასტურება.

ყველა გადაწყვეტა

შედეგი

უკვე მუშაობს 25+ კომპანიაში

25+კომპანია უკვე მუშაობს ჩვენს სისტემაზე
8მათგანი — საკუთარ სერვერზე
17+ჩვენს ღრუბლოვან მომსახურებაზე
₾0ლიცენზია თითო მომხმარებელზე
როგორ ვიწყებთ

ოთხი ნაბიჯი ერთ სისტემამდე

გაცნობა და აუდიტი

ვნახულობთ, რომელ პროგრამებს იყენებთ, რამდენს იხდით და სად იკარგება დრო.

1–2 დღე

აწყობა თქვენზე

ვაწყობთ მოდულებს თქვენს პროცესზე და გადმოგვაქვს არსებული მონაცემები: Monday, ClickUp, Excel და სხვა.

2–6 კვირა

30 დღე უფასოდ

გუნდი რეალურ საქმეზე მუშაობს, ჩვენ კი ვასწორებთ ყველაფერს, რაც საჭიროა.

ვალდებულების გარეშე

გაშვება და მხარდაჭერა

ძველ გამოწერებს აუქმებთ, ჩვენ კი ვზრუნავთ სერვერზე, განახლებებზე და სარეზერვო ასლებზე.

ქართულად, ადგილზეც
დაიწყეთ დღესვე

გააუქმეთ ათი გამოწერა. დატოვეთ ერთი სისტემა.

პირველი 30 დღე უფასოა და ვალდებულებას არ გაკისრებთ. გაჩვენებთ, როგორ იმუშავებს თქვენი კომპანია ერთ პლატფორმაზე.